სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალიგრაფიული ხელოვნების ზეიმი თბილისის N117 საჯარო სკოლაში
22-04-2026
-
+


ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, თბილისის N117 საჯარო სკოლაში კალიგრაფიულ ნამუშევართა ტრადიციული გამოფენა მოეწყო.

ღონისძიების ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბაია თანდარაშვილი გახლდათ.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო VII/ვ, X/ა, V/ა და V/ვ კლასების მოსწავლეების ნამუშევრები. ბავშვებმა საოცარი მონდომებით, სითბოთი და შთაგონებით „მოქარგეს“ თითოეული ქართული ასო-ბგერა და დამთვალიერებელს საკუთარი ემოციები პირდაპირ „ანბანეთიდან“ გაუზიარეს.

„ჩვენო იმედო და მომავალო, ჩვენი ფესვმაგარი ვაზის - საქართველოს სამამულე რქანო, გაუფრთხილდით, მოუარეთ და დარაჯად დაუდექით თქვენს ქვეყანას „ანიდან“ „ჰოემდე“! ჩვენ კი, თქვენს მასწავლებლებს, სხვა ქონება არ გვინდა!“ - ასე მიმართავს პედაგოგი თავის აღსაზრდელებს.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგსა და მოსწავლეებს მშვენიერების შექმნისთვის, N117 სკოლას მორალური მხარდაჭერისათვის, ხოლო ტექნიკური დახმარებისთვის საინფორმაციო მენეჯერს -  ხათუნა სულიაურს, ლევან ნანობაშვილსა და ლაშა კუპრაძეს.

„ქართული კალიგრაფია ჩვენი იდენტობის ნაწილი, ეროვნულობის პასპორტია და მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ გვახსენებს მშობლიური ენის მოფრთხილების აუცილებლობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება