სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამყაროს საწყისების ძიება - თბილისის №117 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგის - ხათუნა ფარულავას დაუვიწყარი ვიზიტი CERN-ში
21-04-2026
-
+


მეცნიერების უახლესი მიღწევები, დიდი ადრონული კოლაიდერი, დეტექტორები და სამყაროს შექმნის საიდუმლოებები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც თბილისის №117 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები  რამდენიმე კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ კონკურსის წესით შერჩეულმა ფიზიკის პედაგოგმა, ხათუნა ფარულავამ, ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) გავლილი სტაჟირების შემდეგ,  მიღებული ცოდნა და ემოციები საკუთარ მოსწავლეებსა და კოლეგებს გაუზიარა.

„CERN-ის მიზნები პირდაპირ ეხმიანება პოლ გოგენის ცნობილ კითხვებს: საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ? იქ მეცნიერები ცდილობენ აღადგინონ „დიდი აფეთქების“ შემდგომი პირველი წამები. დაუვიწყარი იყო დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) და მისი გიგანტური დეტექტორების, მაგალითად ATLAS-ისა და CMS-ის დათვალიერება, მიწის ქვეშ 87,9 მეტრის სიღრმეზე ჩასვლა და მიმდინარე სამუშაოების გაცნობა. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო შეხვედრა იქ მომუშავე ქართველ ფიზიკოსებთან.ჩვენ საშუალება მოგვეცა, საკუთარი თვალით გვენახა ის ადგილი, სადაც სამყაროს საწყისებს იკვლევენ“, - აღნიშნავს ხათუნა ფარულავა.

სკოლის დირექტორის, ქალბატონ ია ღვინაძის თქმით, პედაგოგის პროფესიული ზრდა სკოლისთვის პრიორიტეტია, რადგან ეს პირდაპირ აისახება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ქალბატონმა ხათუნამ დაბრუნებისთანავე ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები ყველა კლასში, პედაგოგებთან და მშობლებთან. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მოამზადეს თემატური კედლის გაზეთები და ელექტრონული პრეზენტაციები. შემაჯამებელი პრეზენტაცია - „CERN - სამყაროს საწყისების ძიება“, რომელიც დირექციის, კათედრის წევრებისა და ყველა დაინტერესებული პედაგოგისთვის გაიმართა, ცოდნის გაზიარების საუკეთესო მაგალითი იყო.

სასკოლო აქტივობების გარდა, №117 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ 2026 წლის 31 მარტს მონაწილეობა მიიღო CERN/IPPOG Masterclasses-ში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ეს საერთაშორისო მასტერკლასები თანამედროვე მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საგანმანათლებლო ფორმატია. პროგრამის მთავარი ღირებულება ისაა, რომ მოსწავლეებს ექმნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკულად შეიმეცნონ ის სამეცნიერო პროცესი, რომელიც ფუნდამენტურ ფიზიკაში გლობალური კვლევების საფუძველია და თავად გამოიკვლიონ ნაწილაკების რეალური მონაცემები.

„დღეს მეცნიერება ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თუ ამჟამად კვლევები 27-კილომეტრიან დიდ ადრონულ კოლაიდერში (LHC) მიმდინარეობს, მომავლის გეგმები 100-კილომეტრიან წრიულ კოლაიდერს (FCC) უკავშირდება. ეს პერსპექტივა არის გზა სამყაროს კიდევ უფრო ღრმა საიდუმლოებებისკენ, რომელთა ამოხსნაშიც, იმედი გვაქვს, №117 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და თემის შესახებ ტელევიზიის მომზადებული სიუჟეტი


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება