სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეშტიის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კალიგრაფიის კონკურსი მიეძღვნა 
21-04-2026
-
+


14 აპრილს, ეშტიის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღის აღსანიშნავად ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელის თემა იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ანდერძად დატოვილი სიტყვები. 

კონკურსში მონაწილეებმა დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით წარმოადგინეს ნამუშევრები, სადაც გამოიკვეთა ქართული ენისადმი პატივისცემა, სიზუსტე და ესთეტიკა.  

თითოეული ნამუშევარი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: წერის სიზუსტე და სისუფთავე, ასოების ფორმის ჰარმონია, ნამუშევრის საერთო ვიზუალური ეფექტი.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

  •  I ადგილი – ანაჰიტ კარაპეტიანი;
  • II ადგილი – სამველ პოღოსიანი;
  • III ადგილი – ანიუტა აივაზიანი;

სპეციალური პრიზები გადაეცათ - ელიონორა იაჟიანს, მარი ბეზოიანს, არკადი გრკიკიანს და ელადა თამასიანს.

კონკურსმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ახალგაზრდებში ქართული ენისადმი სიყვარული და მისი მნიშვნელობის ღრმა გააზრება.

„მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება