სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ენას ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
21-04-2026
-
+


14 აპრილი- ქართული ენის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, როდესაც ქართველი ხალხი ზეიმობს ქართული ენის - დედაენის დღეს.

ეს ღირსშესანიშნავი დღე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მის ტკბილხმიანობას, დამწერლობის უნიკალურობას, გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი, მისი შექმნილი „დედა ენა“ - წიგნი, რომელსაც ქართველმა ერმა ძეგლი დაუდგა ყველა ქართველისათვის ძვირფასი და სანეტაროა. აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი წიგნიერების განვითარებაში. 

„ძვირფასია ეს დღე ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის. დღეს ისინი იყვნენ ამ ზეიმის შემოქმედი. მათ ისაუბრეს ქართული ენის უნიკალურობაზე, (ნინო დავითიანი, დემეტრე ჭკადუა) წაიკითხეს ლექსები, გააფორმეს გაზეთები (თეონა ანსიანი, ანანო ჩაკვეტაძე), დახატეს ნახატები“,- გვიყვებიან სკოლაში.

ღონისძიება მოამზადეს პედაგოგებმა - თამარ ჯაჯვანმა, მანანა კვირიკაძემ და თამარ შუბითიძემ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება