სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის კვირეული - ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზი ჭალის საჯარო სკოლაში 
21-04-2026
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს კვირეული მიეძღვა, რომელიც სკოლაში ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.

კვირეული დატვირთული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტებით.

კვირეულის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი დაეთმო რუსთაველის უკვდავ პოემას:

• გაიმართა სასკოლო კონფერენცია: მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები, სადაც სიღრმისეულად გააანალიზეს პოემის აქტუალობა და ფასეულობები.

• მოეწყო მოძრავი თეატრი: მე-9 კლასის მოსწავლემ, მარიამ ბუსხრიკიძემ  შექმნა ორიგინალური დიორამა - „მოძრავი თეატრი“, რომელმაც „ვეფხისტყაოსნის“ სცენები ვიზუალურად გააცოცხლა და დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

კვირეულის შემდეგი ეტაპი იყო - კალიგრაფია და ინტელექტუალური შეჯიბრი

სკოლის ფოიეში მოეწყო მოსწავლეთა კალიგრაფიული ნიმუშების გამოფენა, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული დამწერლობის სილამაზესა და უნიკალურობას.

განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად სკოლის გუნდს რაიონულ ინტელექტუალურ კონკურსში, რომელიც ქართული ენის ცოდნას ეძღვნებოდა. 20 საჯარო სკოლას ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპატიო მე-2 ადგილი დაიკავეს, რაც მათი მაღალი აკადემიური მომზადების დასტურია.

  • „ქართული ენა გვაერთიანებს“ - ხიდი ემიგრანტებთან

კვირეული ემოციური დასკვნითი აქტივობით დასრულდა. ჩატარდა დისტანციური გაკვეთილი სახელწოდებით - „ქართული ენა გვაერთიანებს“, რომელშიც ჭალის საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მონაწილეობდნენ.

„ეს იყო ნამდვილი ზეიმი, რომელმაც დაადასტურა, რომ ენა არის ის მთავარი ძაფი, რომელიც სამშობლოსთან აკავშირებს თითოეულ ქართველს, სადაც არ უნდა იყოს იგი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება