| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლა გამორჩეულია საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმრავლით. რაღა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე, რომელსაც საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, დაიწყო იაკობ გოგებაშვილის ღვაწლის გახსენებითა და მისი როლის აღნიშვნით საქართველოში წიგნიერების განვითარების საქმეში.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე. წარმოდგენილი იყო დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პლაკატები, ვიდეორგოლები, ნახატები ხელნაკეთი წიგნები.
ღონისძიების დასასრულს, კალიგრაფიის კონკურსში წარმატებულ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან ერთად, მასწაველბლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი შემოქმედებით აქტივობებში. კერძოდ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ - ქართული ენის პედაგოგები თინათინ გოზალიშვილი, თერეზა მამულიანი, არეგნაზ ჩტჩიანი , არმინე ქოსიანი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი ანა ქუქჩიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა