| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. თარიღს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ მე-4 კლასის მოსწავლეებმა და გარემოსდაცვითი დღე პედაგოგ საიდა კარიმოვას ხელმძღვანელობით აღნიშნეს.
პედაგოგი მოსწავლეების დედამიწის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ბავშვებს საინტერესო პროექტი შესთავაზა. პედაგოგმა მე-4 კლასელებთან ერთად გარემოსდაცვითი ლოზუნგები შეიმუშავა და ყვავილები დარგო. მათ კოლეგებმაც გაუწიეს დახმარება. მოსწავლეებმა შერჩეული ტერიტორია ნარჩენებისგან გაასუფთავეს.
„მოსწავლეთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ისინი საკუთარი ხელით უვლიდნენ ყვავილებს და დიდი ენთუზიაზმით ასრულებდნენ აქტივობებს“,- გვეუბნება მოსწავლეთა პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა