სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა
21-04-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, სკოლაში გოგონებს შორის მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი სპორტის მასწავლებლის, ალექსანდრ კალმიკოვის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და წარმატებით იასპარეზეს. 

„ჩვენმა გოგონებმა საოცარი რეაქცია მოხერხებულობა და, რა თქმა უნდა, გამარჯვების ნამდვილი სურვილი გამოავლინეს“,- სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში და ტურნირის შედეგებს გვიზიარებენ:

 I ადგილი - ალინა მიროშნიკოვა;
 II ადგილი - კარინა აიროპეტიანი;
 III ადგილი - რუზანა ისპირიანი. 

სპორტი მხოლოდ აქტიური დასვენება არ არის. ეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დისციპლინას, მიზანზე კონცენტრაციას და გამარჯვების თუ მარცხის ღირსეულად მიღებას გვასწავლის.

„ვამაყობთ, რომ ჩვენი მოსწავლეები ირჩევენ აქტიურ ცხოვრების წესს და მუდმივად ისწრაფვიან თვითთგანვითარებისკენ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება