| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ, შინაარსიანად და შემოქმედებითად აღინიშნა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს კვირეული მიეძღვნა, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო აქტივობა გააერთიანა.
დედაენის კვირეულის ფარგლებში, II კლასის დამრიგებლის - ნანა წიკლაურის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, იმუშავეს წაკითხულის გააზრებაზე, შექმნეს თემატური ნახატები და კვირეული კალიგრაფიული წერით დაასრულეს. აქტივობებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლიური ენის სიყვარული, წიგნიერების განვითარება და ლამაზად, გამართულად წერის უნარის ჩამოყალიბება.
ამავე კვირეულის ფარგლებში IV კლასის დამრიგებლის - ლია აფციაურის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს სინონიმებსა და ანტონიმებზე. სახალისო და თანამშრომლობაზე დაფუძნებულმა სამუშაო პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში სიტყვათა მარაგის გამდიდრებას, აზროვნების გააქტიურებასა და ქართული ენისადმი ინტერესის კიდევ უფრო გაძლიერებას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს კითხვის, წერის, აზრის გამოთქმის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარებს, ხოლო დედაენის კვირეულს განსაკუთრებულ სითბოსა და მნიშვნელობას სძენს.
„გვიხარია, რომ ჩვენი სკოლა სიყვარულით, პატივისცემითა და შემოქმედებითი მიდგომებით აღნიშნავს ქართული ენის კვირეულს, იმ ენას, რომელიც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ეროვნული ცნობიერების უმთავრესი საყრდენია“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა