სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა გულიდან გულამდე“ -  ოყურეშის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია მიეძღვნა
20-04-2026
-
+


14 აპრილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლაში ნანა თუთისანის ინიციატივით, გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ- მუსიკალური  კომპოზიცია - „ენა გულიდან გულამდე“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ქართული ენის მნიშვნელობის გააზრება, ეროვნული იდენტობისა და კულტურული ღირებულებების გაძლიერება, ასევე ენის სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. მოსწავლეებმა მიმოიხილეს ქართული ენის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები - ანბანის შექმნიდან 1978 წლის 14 აპრილამდე - როდესაც ქართველმა ხალხმა ქართული ენა გადაარჩინა, როგორც სახელმწიფო ენა. 

ღონისძიება მოიცავდა არაერთ შემოქმედებით ნომერს - ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიდადეს.

„ღონისძიებამ ხელი შეუწყო შემოქმედებითი უნარების განვითარებას,გუნდურ მუშაობას და მოსწავლეთა ჩართულობას“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება