| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ სასიხარულო ამბავს.
მხატვრული კითხვის კონკურსის რეგიონალურ ტურში, რომელშიც მონაწილეობდნენ 1-ელი-მე-6 კლასების მოსწავლეები, წარმატებით იასპარეზა ქვემო მახოს საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლე ილია საფარიძემ.
ის ჟიურის წევრების წინაშე ღირსეულად წარსდგა და განსაკუთრებული ოსტატობითა და ემოციურობით წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი - „საქართველოო ლამაზო“. შედეგად კი დამსახურებულად მოიპოვა პირველი ადგილი.
ილია საფარიძეს გადაეცა სიგელი და თასი.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში! მადლობა მასწავლებლებსა და მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“,- აღნიშავენ სკოლაში და ხარობენ მე-3 კლასელის ბრწყინვალე წარმატებით.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა