| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნა, რომელსაც ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
დაწყებით კლასებში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, განსაკუთრებული ინტერესითა და შემოქმედებითი აქტივობებით გამოირჩეოდა. ხელოვნების პედაგოგმა - მაია ფხაკაძემ მოსწავლეებს მრავალფეროვანი და შთამაგონებელი გარემო შეუქმნა, სადაც თითოეულმა ბავშვმა შეძლო საკუთარი ხედვისა და ემოციის გამოხატვა.
კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კლასში ჩატარდა განსხვავებული აქტივობები - პატარებმა ხატვით, აპლიკაციებითა და შემოქმედებითი ნამუშევრებით გადმოსცეს დედამიწის სილამაზე და მისი დაცვის მნიშვნელობა. ისინი საუბრობდნენ ბუნებაზე, გარემოს დაცვაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ადამიანმა იზრუნოს ჩვენს საერთო სახლზე.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კოსმოსის თემაც - მოსწავლეებმა იმსჯელეს დედამიწის ადგილსა და მნიშვნელობაზე უსასრულო სამყაროში, გაიცნეს მისი უნიკალურობა და კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი მოვლა და გაფრთხილება.
„ეს კვირეული არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებას, არამედ ბავშვებში პასუხისმგებლობის, სიყვარულისა და გარემოსადმი ზრუნვის გრძნობის გაღვივებას ემსახურებოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი აქტივობები მომავალ თაობაში ქმნის ცნობიერ მოქალაქეებს, რომლებიც სიყვარულითა და პატივისცემით მოუვლიან საკუთარ პლანეტას.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა