| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა, რომლებშიც ჩაერთვნენ როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეები.
კვირეულის მიზანი იყო ქართული ენის სიწმინდის, მისი ისტორიისა და მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრება და დაფასება.
მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიული ნამუშევრები ძველი ქართული დამწერლობის ნიმუშებით, დაამზადეს თემატური პოსტერები, გააჟღერეს ქართული ლექსები და მონაწილეობა მიიღეს ვიქტორინაში. მათ ასევე მოიძიეს ინფორმაცია ქართული ენის ისტორიის შესახებ და პრეზენტაციების სახით გაუზიარეს თანაკლასელებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აქტივობამ, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით „ალაპარაკდნენ“ ქართველი მწერლები.
კვირეულს განსაკუთრებული ხიბლი შემატა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა გამოფენამ, სადაც წარმოდგენილი იყო მათი ხელით შექმნილი „მოქარგული“ ანბანი, ხელნაკეთი ასო-ბგერები და ხელნაწერები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული ენის დაცვისა და სიყვარულის მნიშვნელობას. დედა ენის დღე, რომელიც 1978 წლის ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება და 1990 წლიდან აღინიშნება, თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მატარებელია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა