სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 სკოლის ნორჩ ეკოლოგთა კლუბ „ნეას“ მორიგი სამუშაო შეხვერდა ნარჩენების შემცირება-გადამუშავების თემას მიეძღვნა
21-04-2026
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლაში ნორჩ ეკოლოგთა კლუბ „ნეა“ მუშაობს, რომლებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

16-17 აპრილს, სკოლის კლუბ „ნეას“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა, პედაგოგ ლიანა ქსოვრელის ხელმძღვანელობით, განიხილეს თემა - „ნარჩენების შემცირება და გადამუშავება მოქალაქეთა ჯანმრთელობისთვის“. 

მე-6 კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ორი დღის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებში.

პირველ დღეს აქტივობა ჩატარდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოსწავლეებმა დაასუფთავეს გარემო და შეაგროვეს ნარჩენები, რომელიც ბუნებას აბინძურებდა. მეორე დღეს სკოლაში დეტალურად დაათვალიერეს ნარჩენები. პედაგოგ ლიანა ქსოვრელთან ერთად დაახარისხეს:

- გადამუშავებადი;

- ხელახლა გამოსაყენებელი;

- გადასაყრელი;

დახარისხების შემდეგ დასვეს მთავარი კითხვა: შეიძლება თუ არა ნარჩენების ხელახლა გამოყენება?

აქტივობის მიზანი იყო: მოსწავლეებმა გაიგონ, რომ ნარჩენები არ არის უბრალოდ გადასაყრელი - მათ შეიძლება ჰქონდეთ „მეორე სიცოცხლე“. 

„ცირკულარული ეკონომიკა“ კლუბ „ნეას“ წევრებისთვის უკვე ნაცნობი ცნებაა.

მოსწავლეებმა გაიგეს, რომ უნდა ვეცადოთ და მოვინდომოთ: 

  • ნაკლები ნაგავი შევქმნათ;
  • უკვე გამოყენებული ნივთები თავიდან გამოვიყენოთ;
  • და ნარჩენები გადავამუშაოთ.
  • ანუ, ნივთს არ ვაგდებთ მაშინვე - ვაძლევთ მას „მეორე სიცოცხლეს“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება