სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ“- ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა ილიას სახლ-მუზეუმში ცნობილი ადამიანების სიყვარულის ისტორიები გააცოცხლეს
17-04-2026
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს, სადაც ცნობილი ადამიანების სიყვარულის ისტორიები, სახელოვანი მწერლებისა და პოეტების უკვდავი შედევრების გმირები გააცოცხლეს, მთავარი თემა კი სიცოცხლის მამოძრავებელი ძალა - სიყვარული იყო.

„სიყვარული... და მართლაც რა არის სიყვარული? სიყვარული ყველაზე დიდი და ამოუცნობი რამ არის ამ ქვეყნად, რადგან ღმერთია თავად სიყვარული. იოანე მოციქული ასე მოუწოდებდა ადამიანებს: „გიყვარდეთ ერთმანეთი, ვინაიდან სიყვარული ღმერთისაგან არის, და ყველა, ვისაც უყვარს, ღმერთისაგან არის შობილი და იცნობს ღმერთს“. მასზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ყველა, ისევე გავს ერთმანეთს, როგორც განსხვავდება ერთიმეორისგან. სიყვარული სხვადასხვაგვარია: მშობლისა
და შვილის, და-ძმის, ახლობლების, ნათესავების და მეგობრების, სამშობლოს; არსებობს საერთოდ სიყვარული ყველაფრის. მაგრამ არის კიდევ ერთი სიყვარული, რომელსაც მხოლოდ ორი გრძნობს და საშინელებაა როცა ერთს უყვარს მხოლოდ. ორის სიყვარული კი, როცა ის ნამდვილია, ყველაზე დიდი სასწაულია ამ ქვეყნად. მეც ამ სიყვარულზე გადავწყვიტე ჩემი თემა ამეგო. სიყვარულზე, რომელსაც ბევრი გაუბედნიერებია და ბევრი უმანკო სული შეუწირია სამუდომოდ, მაგრამ მათთვის ის უკვდავება
უჩუქებია, მხოლოდ ერთეულებს რომ ღირსებიათ. უქცევია დიდი მწერლების და პოეტების მუზად.

არა მარტო ნამდვილი ისტორიები, ყველაფერს სიყვარული ჩააგონებს ადამიანებს... სიყვარული შეუცნობელია, მის აზრს ბოლომდე, ალბათ ვერ ჩაწვდები, სანამ არ შეგიყვარდება, მაგრამ მანამდე არსებობს ფრაზებად, ლეგენდებად, მითებად, უდიდეს ნაწარმოებებად, ისტორიად ქცეული აზრები, ამბები და ... რეალობა. ქართულ სინამდვილეში კი მრავლად მოიპოვება ყველაფერი ეს, თან ისეთი ღრმა და ლამაზი, რომ არ შეიძლება არ შეგძრას, გულის სიღრმეში არ შეაღწიოს, სულში ძვრები არ მოახდინოს და მეხსიერებაში სამუდამოდ არ დარჩეს, როგორც მოგონება უკვდავი ამბისა, რომელმაც შენამდე მოაღწია...“,- ასე დაიწყო ულამაზესი ლირიკული საღამო სახელწოდებით - „თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ“ ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის იასამნების სურნელით გაჯერებულ და მორთულ დარბაზში.

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - თათა ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით სიყვარულის დღეს, 15 აპრილს მიწვეული სტუმრების წინაშე წარმოადგინეს ცნობილი ადამიანების სიყვარულის ისტორიები, გაცოცხლებული გმირები, უკვდავი შედევრები: გალაკტიონ ტაბიძის - „უსიყვარულოდ“, „მერი“, „რაც უფრო შორს ხარ“, „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“ და ამ ლექსის დაბადების ისტორია;

აკაკი წერეთლის „სიყვარული“, გიორგი ლეონიძის - „ნინოწმინდის ღამე“, „ყივჩაღის პაემანი“, ტერენტი გრანელის - „გაზაფხულის საღამო“, ტარიელ ხარხელაურის - „მანძილი შენამდე დიდია“,

ნიკოლოზ ბარათაშვილის - „საყურე“ და მისი შექმნის მეტად ამაღელვებელი ისტორია. თავად პოეზიის მეფე გალაკტიონი გახლდათ გაცოცხლებული.

„ტფილისს“ ყველა დროს ჰყავდა თავისი გმირი, კოლორიტი, მაგალითის მიმცემი ადამიანები. დიდი სიყვარულით ისაუბრეს მაჩაბელაზე, რომელიც იყო ქართული კულტურის მოღვაწე XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. მაჩაბელაც და თავისი თეატრალური დასიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, სამშობლოსადმი სიყვარულში.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართულ თეატრზე, ქართული თეატრის აღმავლობა ხომ ორი დიდი რეჟისორის - კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს...

„სიყვარული დასაბამია ყოველი ჭეშმარიტებისა - პოეზიის, სიმღერის, ხელოვნების, კულტურის; ხოლო ყოველი ჭეშმარიტი - უკვდავია!“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9, ვიდეო10, ვიდეო11, ვიდეო12, ვიდეო13


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სასკოლო ფორმები დაახლოებით 100 ლარი ეღირება

მასწავლებლები ერთდროულად 5 გამოცდაზე დარეგისტრირებას შეძლებენ - NAEC ცვლილებებზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლთა მოხატულ-მოჩუქრურთმებული ქართული ანბანი შთამბეჭდავი სანახავია

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით შექმნეს კალიგრაფიის ულამაზესი ნიმუშები

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება