| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში დაწყებითი მასწავლებლის - ია ინასარიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა საინტერესო და თბილი ღონისძიება – „ანბანის ზეიმი“, რომელიც დედაენის სიყვარულსა და პატივისცემას მიეძღვნა.
პირველ კლასის ერთადერთი მოსწავლე დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით წარდგა აუდიტორიის წინაშე და ღირსეულად წარმოადგინა ქართული ანბანი. მას გვერდში დაუდგნენ სხვა კლასების მოსწავლეები, რომლებმაც სიხარულითა და მეგობრული მხარდაჭერით გაალამაზეს ღონისძიება.
მოსწავლეებმა ლექსებით და სიმღერებითა გააცოცხლეს ანბანი და დამსწრე საზოგადოებას შეუქმნეს დადებითი განწყობა.
„ზეიმი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სითბოთი, ერთიანობითა და ბავშვური გულწრფელობით“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ენა ჩვენი ეროვნული იდენტობის საფუძველია და მისი სიყვარული ყველა თაობისთვის უმნიშვნელოვანესია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა