სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი და ღრმა შინაარსის მატარებელი სააღდგომო ღონისძიება 
17-04-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო ღონისძიებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციას ემსახურება. 

3 აპრილს, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ქრისტე აღდგა“.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო სანახაობით წარდგნენ, ისაუბრეს აღდგომის არსზე, ტრადიციებზე. 

აღნიშნეს, რომ აღდგომა ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დღესასწაულია, რომელიც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას აღნიშნავს, რაც სიკვდილზე სიცოცხლის, სიყვარულსა და სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ეს არის ზეიმთა ზეიმი, რომელიც აღნიშნავს უფლის მიერ კაცობრიობის ცოდვისგან გამოხსნას, საყოველთაო განახლებას.

იესო ქრისტემ საკუთარი სიკვდილი დათრგუნა და საფლავად მიფენილ სიცოცხლეს მიანიჭა. ტრადიციული მილოცვაა - „ქრისტე აღდგა!“-„ჭეშმარიტად აღდგა!“. ეს არის რწმენის საფუძველი, რომელიც ადამიანებს იმედს, სიხარულისა და სულიერ ამაღლებას ანიჭებს.

მოსწავლეებმა დასძინეს, რომ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია წითლად შეღებილ კვერცხები და პასკას. წმინდა იესო ქრისტე თავის სააღდგომო ქადაგებაში მოუწოდებს მორწმუნეებს, გაიხარონ ამ ბრწყინვალე დღესასწაულით და მიიღონ მონაწილეობა ღვთიურ სიხარულში - „სიკეთე და ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ“. 

სკოლის დირექტორმა ნ. აკოპიანმა ლამაზი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და ღონისძიების ხელმძღვანელს - ა. კარაპეტიანს, ასევე დამსწრე მასწავლებლებს.

იხილეტ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება