სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეჩხეთურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებული ემოციითა და პატრიოტული სულისკვეთებით აღინიშნა
17-04-2026
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული და ეროვნული ღირებულებებით შთაგონებული თაობები აღზარდონ. 

სწორედ ამ შემართებით, სკოლაში ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება და ცხადია, გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა. 

სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ენა, რომელიც გვაერთიანებს“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, აღნიშნეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და ხაზი გაუსვეს მის სილამაზეს. 

„დედაენის დღე ჩვენს სკოლაში წელს განსაკუთრებული ემოციით აღინიშნა. ეს არ ყოფილა მხოლოდ ღონისძიება - ეს იყო დღე, როცა თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ იგრძნო, რას ნიშნავს იყო ქართველი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება