სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წელიწადის დროები მუსიკის ენით“- შთამბეჭდავი ინტეგრირებული პროექტი, რომელმაც ოთხი საგანი გააერთიანა
17-04-2026
-
+


 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებელმა - ევგენია ხუციშვილმა, II კლასში განახორციელა ინტეგრირებული სასწავლო პროექტი თემაზე - „წელიწადის დროები მუსიკის ენით“, რომელიც მუსიკას, ხელოვნებას, ბუნებისმეტყველებასა და ქართულ ენას ერთმანეთთან შინაარსიანად და ბუნებრივად აკავშირებდა.

პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეებს მუსიკის საშუალებით ამოეცნოთ და აღეწერათ სხვადასხვა განწყობა, დაეკავშირებინათ მუსიკა ბუნების მოვლენებთან და წელიწადის დროებთან, შემოქმედებითად გამოეხატათ საკუთარი შთაბეჭდილებები, გაემყარებინათ კავშირი ქართულ ენასთან და პრაქტიკაში გამოეყენებინათ ქართული ასო-ბგერები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს ანტონიო ვივალდის „წელიწადის დროები“, იმსჯელეს მუსიკის ხასიათზე, განწყობასა და გამომსახველობით საშუალებებზე. ბუნებისმეტყველებასთან კავშირში განიხილეს წელიწადის დროებისთვის დამახასიათებელი ნიშნები და ბუნებაში მიმდინარე ცვლილებები, ხოლო ხელოვნებასთან ინტეგრაციით შექმნეს კედლის გაზეთი, რომელშიც ფერებით, ნახატებითა და სიტყვებით გადმოსცეს გაზაფხულის სილამაზე და ხალისიანი განწყობა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, 14 აპრილის, დედაენის დღის აღნიშვნამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს ქართული ენის მნიშვნელობა, პრაქტიკულად გამოიყენეს ქართული ასო-ბგერები და აქტივობა მხიარულად დაასრულეს სიმღერით „ჟოზეს ანბანი“.

პროექტის შედეგი მრავალმხრივი და შთამბეჭდავი იყო: მოსწავლეებმა შეძლეს მუსიკის ხასიათის ამოცნობა და სიტყვიერად გადმოცემა, ბუნებასა და მუსიკას შორის კავშირის დანახვა, შემოქმედებითი ნამუშევრის შექმნა, ქართული ენის ელემენტების პრაქტიკაში გამოყენება და საკუთარი ემოციების თავისუფლად გამოხატვა. პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა მუსიკალური სმენის, შემოქმედებითი აზროვნების, დაკვირვების, მეტყველებისა და მშობლიური ენისადმი სიყვარულის გაძლიერებას.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, მადლობას უხდის მუსიკის მასწავლებელს - ევგენია ხუციშვილს, საინტერესო, შემოქმედებითი და მრავალფეროვანი სასწავლო პროექტის განხორციელებისთვის, ხოლო II კლასის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისთვის, მონდომებისა და ლამაზი ნამუშევრებისთვის.

„ვუსურვებთ მათ მომავალშიც მრავალ წარმატებას, შთაგონებით სავსე დღეებსა და კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას“,- დასძენს ეკატერინე ჩიტაური.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება