სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხურის თემის საჯარო სკოლაში დედაენის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა 
17-04-2026
-
+


„ქართული ენა ჩვენი იდენტობის, ისტორიისა და კულტურის უმთავრესი საყრდენია. ის აერთიანებს თაობებს და ინარჩუნებს ერის თვითმყოფადობას“,- აღნიშნავენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში და დედაენის დღეს, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღნიშნავენ. 

14 აპრილს, მუხურის თემის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თაოსნობით დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა მოამზადეს და გამოფინეს აფორიზმების პოსტერები, გამოუშვეს კედლის გაზეთის სპეცნომერი, შეადგინეს საფირმო კროსვორდი.

ღონისძიებაზე დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლებმა წაიკითხეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია, მოიყვანეს ცნობილი გამონათქვამები ქართულ ენაზე.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი ნატა გახარია).

მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს, რომ ენა არა მხოლოდ კომუნიკაციის საშუალებაა, არამედ მემკვიდრეობა,რომელსაც თავად უნდა მოუფრთხილდნენ!..

აღსანიშნავია, რომ 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება