სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეროვნული სულის ზეიმი არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“
17-04-2026
-
+


14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით, მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. 

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები:

ერის ცხოვრება,

მისი დიდება,

მის ისტორია დაცულ არს ენით;

რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...

წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!.. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს ამ დღესთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტები და მოვლენები, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეები.

ღონისძიება გამდიდრებული იყო ქართული ენისადმი მიძღვნილი პოეზიის მარგალიტებით, ხოლო მისი გვირგვინი გახლდათ მოსწავლეების მიერ შესრულებული ცეკვა „ქართული“.

სკოლაში ეროვნულმა სულმა იზეიმა, რისთვისაც დირექცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს. 

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ქართულის მასწავლებლებს - ქალბატონ ლალი ონიანს და თათია ოსაძეს - არაჩვეულებრივი, პატრიოტული სულისკვეთებითა და ემოციებით სავსე ღონისძიებისთვის.

ასევე მადლობას ვუხდით ღონისძიებაში მონაწილე ყველა „ოცნებელს“ და განსაკუთრებით კი - მეთორმეტე კლასის მოსწავლეს, ჩვენს საამაყო დემეტრე გუჩმაზოვს, რომელმაც ღონისძიების დასასრულს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკას საკუთარი ბიბლიოთეკიდან უსახსოვრა წიგნები“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლა „ოცნება“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, პატრიოტიზმისა და ღირსეული მოქალაქეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობამ არა მხოლოდ იცოდეს საკუთარი ენა და ისტორია, არამედ გულით ატარებდეს მათ, პატივს სცემდეს ეროვნულ იდენტობას და იყოს პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო1, ვიდეო2


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება