სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ფილმმა, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ადამიანობაზე, სიკეთეზე და თანაგრძნობაზე“ - ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კინოჩვენება მოეწყო 
17-04-2026
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად სწორ ღირებულებებს, კაცთმოყვარეობასა და ემპათიას ასწავლიან. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ფილმის ჩვენება, რომელიც მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა. 

„​დღეს ჩვენს კლასში განსაკუთრებული ემოციური დღე გვქონდა. მოსწავლეებთან ერთად ვუყურეთ ფილმს - „საოცრება“, რომელმაც თითოეული ჩვენგანი კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ადამიანობაზე, სიკეთეზე და თანაგრძნობაზე.

ფილმის მთავარი გზავნილი - „იყავი კეთილი“ - ბავშვების გულებში განსაკუთრებით ახლოს მივიდა.

ერთად განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მხარდაჭერა, განსხვავებულის მიღება და მეგობრობის ძალა“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ ასეთი აქტივობები მხოლოდ ცოდნას კი არ აძლევს ბავშვებს, არამედ მათ უკეთეს ადამიანებად ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

„გვსურს, რომ ეს პატარა გაკვეთილი დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებად იქცეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოოტები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება