სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე გამორჩეულად აღინიშნა
17-04-2026
-
+


„ენა ჩვენი ეროვნული იდენტობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი საყრდენია, რომლის დაცვა და განვითარება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნავენ ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში, სადაც, სწორედ ამ მიზნით, ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა.

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობის საშუალებით წარმოაჩინეს ქართული სიტყვის სილამაზე და სიმდიდრე. პედაგოგებმა -  ნინო ბოჭორიშვილმა და მარიამ კარკაძემ ჩაატარეს გაკვეთილები, რომლებიც ჩვენი უნიკალური საუნჯის უკეთ შეცნობას, მოფრთხილებასა და სიყვარულს მიეძღვნა.

პედაგოგებმა: სალომე სხულუხიამ და დარეჯან გიგიაძემ ახალგაზრდებს შესთავაზეს საინტერესო ვიქტორინა სახელწოდებით - „რამდენად კარგად ვიცით ქართული ენა“, რომელშიც მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა, გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და ინდივიდუალური უნარები.

„ქართული ენის დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ენის გაფრთხილება და სიყვარულით გადაცემა მომავალ თაობებზე. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებასა და ქართული სიტყვის დაფასებას. ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ენა არის ჩვენი ისტორიის, ტრადიციებისა და მომავლის ერთ-ერთი მთავარი გარანტი“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება