| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებული სითბოთი და სულიერი განწყობით შეხვდნენ.
„ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!“ — ამ სიტყვებით გაჟღერდა მოსწავლეთა მილოცვა, რომელმაც სკოლაში საზეიმო და ამაღლებული ატმოსფერო შექმნა.
Iბ კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა სალომე ანთაძემ აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყველას მიულოცეს ეს უდიდესი სულიერი დღესასწაული. მათ აღნიშნეს, რომ აღდგომა სიყვარულის, იმედისა და სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოა.
მოსწავლეებმა კეთილი სურვილები გაუზიარეს საზოგადოებას ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე, სიხარული და კეთილდღეობა უსურვეს ყველას. მათი გზავნილი განსაკუთრებით შეეხო ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სკოლაში აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ბავშვებში სულიერი ღირებულებების გაძლიერებას და ტრადიციებისადმი პატივისცემის გაღრმავებას.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა