სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საქართველოს პარლამენტში, დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ
17-04-2026
-
+


14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის N28 საჯარო სკოლის 10 მოსწავლე: მ. მუსელიანი, ლ. ღვინიაშვილი, გ. ონიანი, ა. ბერაია, ო. მათიაშვილი, კ. ჩიქოვანი, დ. აბელაშვილი, ა. მეურმიშვილი, მ. ქაშიაშვილი, გ. ბერაია და ️სამი პედაგოგი: ქ. დავითაშვილი, ქ. მელიქიშვილი, ა. იობაშვილი საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ, სადაც დაესწრნენ ღონისძიებას - „დედა ენა - ჩვენი საგანძური“. 

️ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

28-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის დღე მეტად დასამახსოვრებელი, შთამბეჭდავი და ემოციურად დატვირთული გამოდგა.

მოსწავლეებმა: მ. მუსელიანმა, ლ. ღვინიაშვილმა და გ. ონიანმა წაიკითხეს ლექსები და მიიღეს სერტიფიკატები.

სკოლაში მადლობას უხდიან ყველას ვისაც ამ შთამბეჭდავი ღონისძიების ორგანიზებაში მიუძღვის წვლილი. 

„სკოლის დირექციისა და პედკოლექტივის სახელით მადლობას მოვახსენებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, პარლამენტის მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ლაშხს, საღამოს ორგანიზატორებსა და მონაწილეებს იმ დიდი სიხარულის მინიჭებისთვის, რაც ჩვენმა მოსწავლეებმა ღონისძიებაში მონაწილეობით მიიღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება