სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აზავრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს
16-04-2026
-
+


არსებობს ფასეულობები, რომლებიც ყველას აერთიანებს, მიუხედავად ეროვნული კუთვნილებისა. 14 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აზავრეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სწორედ ასეთი ერთიანობის, ურთიერთპატივისცემისა და ქართული ენისადმი დიდი სიყვარულის დასტური იყო.

განსაკუთრებით ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენა არის გზა მეგობრობისკენ, საერთო კულტურისა და წარმატებული მომავლისკენ.

ღონისძიებაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები ჩაერთნენ, რამაც დღესასწაულს მრავალფეროვნება შესძინა:

მეორეკლასელებმა თემატური ლექსებითა და სიმღერებით ჟრიამული შემოიტანეს, მეხუთეკლასელებმა წარმოაჩინეს, თუ როგორ ეუფლებიან ქართულ დამწერლობასა და კულტურას, მეათეკლასელებმა კი ღონისძიებას სერიოზულობა და სიღრმე შემატეს - ისაუბრეს ქართული ენის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე და იმ ისტორიულ მოვლენებზე, რამაც 14 აპრილი სიმბოლოდ აქცია. 

აზავრეთის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება  გახლდათ კულტურათა შორის დიალოგი; მოსწავლე-მასწავლებლებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შრომით, მონდომებითა და ერთმანეთის პატივისცემით ნებისმიერი ბარიერი გადაილახება, ხოლო სახელმწიფო ენის დღე არის დღესასწაული, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება