სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა დედაა ერისა“ - დვაბზუს სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა
16-04-2026
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს საჯარო სკოლაში 14 აპრილი, დედაენის დღე განსაკუთრებული მნიშვნელობითა და ემოციით აღინიშნა. სკოლის კლუბმა „საფიხვნომ“ ამ თარიღს მრავალფეროვანი და შინაარსიანი ღონისძიებებით მიუძღვნა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ენის მნიშვნელობას როგორც ეროვნული იდენტობის მთავარ საყრდენს.

დედაენის დღე, რომელიც 1978 წლის ისტორიულ მოვლენებს უკავშირდება და 1990 წლიდან ოფიციალურად აღინიშნება, თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შეგრძნებასთანაა დაკავშირებული. როგორც ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, ქართული ენა ჩვენი „ღვთაებრივი საუნჯეა“, ხოლო იაკობ გოგებაშვილის სიტყვებით - „ეროვნების უმთავრესი ბურჯი“.

მშობლიური ენა არის იდენტურობისა და კულტურული მემკვიდრეობითობის დაცვისა და განვითარების უნიკალური ინსტრუმენტი და ჩვენ მოვალე ვართ დავიცვათ იგი. პედაგოგი ნათელა ღლონტის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით შემოგვთავაზეს ღონისძიება „ენა დედაა ერისა“, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით. კერძოდ: 

ჯგუფური აქტივობა ჩატარდა მე-5-6 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, რომლებიც ამავდროულად არიან სკოლაში არსებულ კლუბ ,,საფიხვნოს წევრები“. მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით დაამზადეს კედლის გაზეთები, სადაც ენის სილამაზე და მნიშვნელობა თვალსაჩინოდ წარმოაჩინეს

შემდეგი აქტივობის სახელწოდება იყო: „არა ბარბარიზმებს“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოიძიეს ბარბარიზმები და შესაბამისი ქართული შესატყვისები მოუძებნეს, ასევე დამზადდა პოსტერები. უნდა აღინიშნოს, რომ ბარბარიზმების შესაფერისი სწორი ვარიანტების ძიებაში ჩაერთვნენ სასკოლო საზოგადოების წევრებიც, რაც ძალიან სახალისო და შთამბეჭდავი იყო.

მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს და გააცნეს აუდიტორიას ქართული ენის განვითარების ისტორიასთან დაკავშირებული ლიტერატურა, რითაც კიდევ ერთხელ გაამყარეს ცოდნა და პატივისცემა მშობლიური ენის მიმართ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრიდან კოლეგები, სკოლის დირექცია,  სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. დიდი მადლობა  მათ. მათი მხარდაჭერა და ჩართულობა მნიშვნელოვანი იყო ამ დღის წარმატებით განხორციელებისთვის.

დედაენის დღე დვაბზუს საჯარო სკოლაში არა მხოლოდ აღნიშვნის თარიღად, არამედ ერთობის, პასუხისმგებლობისა და სიყვარულის გამოხატულებად იქცა, კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რომ ენა არის ის ფასეულობა, რომელიც წარსულს მომავალთან აკავშირებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება