სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შენ ხარ ვენახი, ზეიმივით მშვენიერი ხარ“ - ქვენობნის საჯარო სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება  გაიმართა
16-04-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლაში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება განსაკუთრებული ემოციითა და შთამბეჭდავი აქტივობებით გაიმართა. ღონისძიება დაიწყო სიტყვებით - „შენ ხარ ვენახი, ზეიმივით მშვენიერი ხარ“, რაც დასაწყისშივე უსვამდა ხაზს ქართული ენის სილამაზესა და მნიშვნელობას.

მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში და საკუთარი შემოქმედებითი გამოხატეს პატივისცემა მშობლიური ენისა და დამწერლობის მიმართ. მოსწავლეების მიერ შექმნილ პოსტერებსა და ხელნაკეთ ნამუშევრებში ნათლად ჩანდა ქართული ენისადმი სიყვარული მოწიწება და პატივისცემა.

ქართული ენის განვითარების მნიშვნელობასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე ვრცლად ისაუბრეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, ნანა ფოცხიშვილმა და ქეთევან დოლიძემ. მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის შენარჩუნება და მისი სწორი გამოყენება თანამედროვე საზოგადოებაში. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა.

აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებების, ენისა და კულტურისადმი სიყვარულის ჩამოყალიბებაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება