სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლის - ხატია გელაძის წარმატება ქართული კალიგრაფიის კონკურსში
15-04-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ხატია გელაძე, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსსა თუ არაფორმალური განათლების პროექტში, მის სახელზე კი არაერთი საამაყო მიღწევაა. 

ამჯერად, მოსწავლემ ნიჭი და შესაძლებლობები ქართული კალიგრაფიის კონკურსზე წარმოაჩინა. 

მან საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევარი შექმნა და ჟიურის განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. 

კონკურსი დედაენის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებით, ჩატარდა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეულმა ჟიურიმ საუკეთესო ნაშრომთა ავტორები გამოავლინა - მათ შორის დასახელდა ხატია გელაძეც. 

საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა - ოლგა მელიქიძემ თასებით, მედლებითა და სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ ხატია გელაძე ინოვაციური პროექტის - Izrune.ge-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და წარმატებული მონაწილეა. მან „ეტალონისა“ და izrune.ge-ს საგნობრივ ჩემპიონატშიც ასახელა სკოლა. 

2024 წელს კი სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ხატია გელაძე განათლების სამინისტრომ დააჯილდოვა. მას საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება