სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეთა გუნდი მუნიციპალური საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებულია 
15-04-2026
-
+


სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა საჭადრაკო გუნდის მორიგ ბრწყინვალე წარმატებას აღნიშნავენ. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, სკოლებში ჭადრაკის სწავლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეთა შორის ჩატარდა სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ .

ზესტაფონის სკოლების გუნდებს შორის გამართულ მუნიციპალურ ტურნირში წელსაც, გასული წლის მსგავსად, პირველ ადგილზე გავიდა „ანაბასისელთა“ გუნდი.

გუნდის კაპიტანი გახლავთ ჭადრაკის პედაგოგი ვიოლეტა შეყრილაძე. გუნდში კი ირიცხებიან:

I დაფა – ვაჩე ზიბზიბაძე;

II დაფა – ნიკოლოზ შარიქაძე;

III დაფა – ალექსანდრე ვარდოსანიძე;

IV დაფა – აკაკი კუპატაძე.

ჩემპიონატი გუნდურ ფორმატში ჩატარდა და სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი მაღალი დონე - გამოავლინეს გონიერება, სტრატეგიული აზროვნება და შესანიშნავი გუნდური თამაში.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კიდევ ერთხელ ულოცავენ პატარა მოჭადრაკეებს წარმატებას და ახალი მწვერვალბის დაპყრობას უსურვებენ. 

„სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს პირველი ადგილი! ვულოცავთ ჩვენს გამორჩეულ პედაგოგს და ნიჭიერ მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას! გმადლობთ თქვენი შრომისთვის, მონდომებისა და გამარჯვებისთვის! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება