სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტურცხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს კვირეული მიეძღვნა
15-04-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ ღირსშესანიშნავ თარიღს კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს საკონკურსო ვიდეო -„დავიცვათ ქართული ენის სიწმინდე“. ვიდეორგოლი წარდგენილი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე. მოსწავლეებმა თავად შექმნეს სცენარი, დეკორაციები და გადაიღეს ვიდეო.

კვირეულის ფარგლებში, ასევე ჩატარდა  შიდასასკოლო კონკურსი შემდეგ ნომინაციებში: კალიგრაფია და საუკეთესო ნახატი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

დასკვნით ეტაპზე გაიმართა შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ნომერი სამივე საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით.

სკოლის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ სახელმწიფო ენის დღე აქტიურად აღინიშნება ტურცხის  საჯარო სკოლაში, ამისთვის კი მადლობას უხდის ქართული ენის პედაგოგებს:  თამარ დევდარიანს, შუშანა ქედლიანსა და ფაუსტინა ალბერტიანს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება