| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

არსებობს მომენტები, როდესაც საგანმანათლებლო სივრცე სცდება სახელმძღვანელოების ჩარჩოებს და ნამდვილ, ცოცხალ ისტორიად იქცევა. სწორედ ასეთი ჯადოსნური გარემო შეიქმნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მაჭატიის საჯარო სკოლაში, სადაც სახელმწიფო ენისადმი მიძღვნილი კვირეული არამხოლოდ საზეიმოდ, არამედ ინოვაციურად დასრულდა. სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ეს გახლდათ ჯადოსნური მოგზაურობა ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის სათავეებთან.
კვირეულის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების საკვანძო პროექტი კი გახდა „გასაუბრება წარსულთან“ - თანამედროვე ტექნოლოგიების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტის - ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მაჭატიის სკოლამ შეუძლებელი შეძლო: მოსწავლეების წინაშე „გააცოცხლა“ ქართული სულისა და განათლების ფუძემდებლები - ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი.
ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, დიდმა მწერლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. ეს იყო ემოციური დიალოგი ეპოქებს შორის, სადაც ბავშვებმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობა არა მშრალი დოგმებით, არამედ ილიასა და იაკობის „პირადი“ დარიგებებით აღიქვეს. ამგვარმა მიდგომამ სახელმწიფო ენა მოსწავლეებისთვის უფრო ახლობელი, ცოცხალი და პატივსაცემი გახადა.
ბავშვებმა სახელმწიფო ენის სიყვარული კალიგრაფიის კონკურსის საშუალებითაც გამოავლონეს - ქართული დამწერლობის უნიკალობა მათ ხელში ხელოვნების ნიმუშად იქცა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენის, როგორც დამაკავშირებელი ხიდის როლს.
ამ მასშტაბური პროექტის ორგანიზატორები კი იყვნენ ქართული ენის კონსულტანტი მასწავლებელი ვენერა მღებრიშვილი და ხათუნა ლომიძე. სწორედ მათი ძალისხმევითა და კრეატიული მიდგომით გახდა შესაძლებელი, სახელმწიფო ენის დაცვის დღე ასეთი სიყვარულით აღნიშნულიყო.
ჩვენ კი დავძენთ, რომ მაჭატიის საჯარო სკოლამ აჩვენა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ტრადიციისა და ინოვაციის სინთეზით გააღვივო ბავშვებში სახელმწიფოებრივი აზროვნება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა