| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში ქართული ენისა და უცხო ენების კათედრის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი შიდასასკოლო კალიგრაფიის კონკურსის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში ლამაზი და სწორად წერის უნარის განვითარება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, ქართული დამწერლობის და კალიგრაფიის პოპულარიზაცია და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.
კონკურსში მონაწილეებმა დიდი მონდომება და პასუხისმგებლობა გამოიჩინეს. ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისუფთავით, სტილითა და შესრულების მაღალი ხარისხით.
სკოლის დირექციამ ქართული ენის მასწავლებლებს და კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადასცა დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები.
ფინალურ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვეს შემდეგმა კონკურსანტებმა:
მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ისაუბრეს ქართული ენის გავრცელების არეალზე და ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაზე.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები მიუძღვნეს ქართულ გენსა და ჟღერადობას.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა, გამარჯვებულებს კი წარმატებას ულოცავენ.
„ვულოცავთ კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ქართული ენისა და უცხო ენების კათედრას ღონისძიების ორგანიზებისთვის და თითოეულ მონაწილეს აქტიურობისა და შემოქმედებითი ჩართულობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა