სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამთაწყაროს საჯარო სკოლაში პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
15-04-2026
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, გაიმართა მნიშვნელოვანი და შინაარსიანი შეხვედრა ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლებთან - უფროს სერჟანტ მიხეილ ჯიქიძესთან და უმცროს სერჟანტ მარინა კობიაშვილთან.

შეხვედრის მიმდინარეობისას სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორია, ეროვნული გმირების განსაკუთრებული ღვაწლი ქვეყნის წინაშე, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მნიშვნელობა, ასევე სამხედრო სამსახურის ის ფორმები, რომლებიც ახალი თავდაცვის კოდექსის საფუძველზე ჩამოყალიბდა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო მისიებში ქართული ჯარის მონაწილეობას და იმ ღირსეულ წვლილს, რომელიც ქართველ სამხედროებს შეაქვთ მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

შეხვედრა წარიმართა საქმიანი, შემეცნებითი და დისკუსიური ფორმატით, რამაც მოსწავლეთა მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მათ მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და უფრო ღრმად გაეაზრებინათ საქართველოს თავდაცვის ძალების როლი ქვეყნის უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირებულებების დაცვის პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური, დირექტორის მოადგილე ელენე გრიგორიადისი, VII-XII კლასების მოსწავლეები, მათი დამრიგებლები, მასწავლებლები და სკოლის სხვა თანამშრომლები.

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეთა ინფორმირება საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის, ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ; ახალგაზრდებში პატრიოტული ცნობიერების ამაღლება; სამხედრო პროფესიის პოპულარიზაცია და მომავალი თაობისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელსაც თავდაცვის სფერო სთავაზობს.

შეხვედრის შედეგად მოსწავლეებმა მიიღეს მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სისტემის, სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამხედრო სამსახურის სხვადასხვა ფორმის შესახებ. გაიზარდა მათი ინტერესი ქვეყნის თავდაცვის სფეროს მიმართ, გაძლიერდა პატრიოტული სულისკვეთება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განცდა და ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექცია გულწრფელ მადლობას უხდის პროექტ „ჩვენი ჯარის“ წარმომადგენლებს საინტერესო, დასამახსოვრებელი და მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.

„ამგვარი აქტივობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი აზროვნების, პასუხისმგებლობის გრძნობისა და სამშობლოს სიყვარულის გასაძლიერებლად, რადგან სწორედ ინფორმირებული, შეგნებული და ღირებულებებზე დაფუძნებული თაობა წარმოადგენს ქვეყნის ძლიერ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება