სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ბახვის საჯარო სკოლაში
15-04-2026
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ლოზუნგით - „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს...“ ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება გაიმართა, რომელიც 14 აპრილს საზეიმოდ შეჯამდა. 

„ეს დღე კიდევ ერთი შეხსენებაა იმ დიდი ბრძოლისა და თავდადებისა, რომელმაც ჩვენს მშობლიურ ენას სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

კვირეული განსაკუთრებით სასიხარულო სიახლეებით დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში სკოლამ ბრწყინვალე შედეგები აჩვენა:

ნინო მარდალეიშვილის მომზადებულმა კონცეფციამ რაიონულ ტურში გაიმარჯვა და საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ფინალში. 

სასკოლო კონკურსში კი საუკეთესოდ დასახელდა მეცხრე კლასის მოსწავლის - ნუცა ანდღულაძის კრეატიული კომიქსი.

14 აპრილს კი ნამდვილი საგანმანათლებლო მარათონი მოეწყო. 

სასწავლო პროცესი სიმბოლურად დაიწყო - ყველა კლასში პირველი გაკვეთილი 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობას მიეძღვნა. მასწავლებლებმა, მზია ვაშალომიძემ და ლუდმილა შონიამ, მოსწავლეებს წარუდგინეს საინტერესო პრეზენტაციები და სპეციალური დავალებები, რამაც კიდევ უფრო გააღვივებს ინტერესი ჩვენი დამწერლობის მიმართ.

აღსანიშნავია - ლიტერატურული დილა და მოსწავლეთა შემოქმედება

სკოლის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებს (მასწავლებლები: ეკატერინე არუსია და თამილა ხელიძე). პატარებმა ლიტერატურულ დილაზე - „ო ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - კიდევ ერთხელ გააჟღერეს ქართული სიტყვის სილამაზე.

ღონისძიებები გაგრძელდა კალიგრაფიული წერითა და ცოდნის გამოცდით. 

მესამე კლასში (ხელმძღვანელი: ფიქრია მაჭარაშვილი) ნამდვილი შემოქმედებითი ციებ-ცხელება იყო. ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა ქართული ასოების მოხაზულობის ხელოვნებაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პარალელურად გაიმართა ვიქტორინა, სადაც ბავშვებმა 14 აპრილისა და ქართული ენის წარმოშობის შესახებ თავიანთი ღრმა ცოდნა გამოავლინეს.

„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი მოსწავლეები ღირსეულად აგრძელებენ მშობლიური ენის სიყვარულისა და პატივისცემის ტრადიციას. გილოცავთ დედაენის დღეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ამ მნიშვნელოვან თარიღს მთელ საქართველოს ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება