სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა გორას საჯარო სკოლაში დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა 
15-04-2026
-
+


14 აპრილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ ღირსშესანიშნავ დღეს თბილი ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა დაწვრილებით მიმოიხილეს ქართული ენის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპები - ანბანის შექმნის ისტორიიდან 1978 წლის 14 აპრილამდე - როდესაც სტუდენტობამ და ქართველმა მოსახლეობამ ქართული ენა გადაარჩინეს, როგორც სახელმწიფო ენა.

მოსწავლეებმა განიხილეს თითოეული გარდამტეხი მომენტი და ეპოქალური მოღვაწეები ქართული ენის ისტორიიდან. ყველასთვის საყვარელი ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს ქართულ ენას.

„მოსწავლეებმა შთამბეჭდავი საცეკვაო შესრულებით დაგვამახსოვრეს "დედა ენის" 150 წლის იუბილე. მათ, ასევე, მოგვიწოდეს დავიცვათ ქართული ენის გრამატიკული ნორმები მეტყველებაში შეცდომით დამკვიდრებული ფორმებისაგან. დღევანდელი ღონისძიება იყო საზეიმო შეჯამება დედაენის კვირეულის. ზედა გორას საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ამ დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეებს ეროვნულ ფასეულობებზე ზრდიან და მომავალ თაობას ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება