| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
18 მარტს, ნარჩენების გადამუშავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლის ქიმიის პედაგოგმა, ხათუნა გოგალაძემ მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის (კლასის დამრიგებელი მაია რიჟამაძე) ჩაატარა მინი ლექცია დევიზით: „ნარჩენი არ არის ნაგავი, ეს არის რესურსი“.
პედაგოგმა ისაუბრა, რომ პლასტმასი ყველგან გვხვდება - საკვებში, როცა ვჭამთ, წყალში როცა ვსვამთ. იგი უარყოფითად მოქმედებს, როგორც ბუნებაზე, ისე ადამიანთა ჯანმრთელობაზე. პლასტმასის ნარჩენები დინხანს ძლებს, ამიტომ ქვეყნები ცდილობენ გამოსავალი მეორედ გადამუშავებაში იპოვონ.
პედაგოგმა აღნიშნა, რომ პლასტმასის ნარჩენების მართვა საქართველოსთვის სერიოზული გამოწვევაა. საქართველოს მთავრობაში უკვე არსებობს მზაობა, გაუმკლავდეს გამოწვევას პლასტმასის მეორადი გადამუშავების შესახებ. ამით არა მხოლოდ თავისუფლდება ადგილი ნაგავსაყრელზე, არამედ საშუალებად გვაძლევს, ღირებული დამატებითი პროდუქტები ვაწარმოოთ. როგორიცაა: პლასტმასი, გაზი, სინთეტკური ზეთი. თან დავზოგოთ ენერგია და არაგანახლებადი რესურსები.
დღესდღეობით საქართველოში პლასტმასის გადამუშავებაზე 15-მდე საწარმო მუშაობს. მოსწავლეებმა ამ მინილექციით უკეთ გაიგეს, რომ ნარჩენი- პლასტმასი არ ყოფილა ნაგავი, ის შეიძლება რესურსად ვაქციოთ.
მოსწავლეებმა ამ მინი-ლექციით უკეთ გაიგეს, რომ ნარჩენები არ ყოფილა ნაგავი და შეიძლება რესურსად იქცეს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა