სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერმის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა 
15-04-2026
-
+


დედაენის დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში და გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლაში თარიღს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ. 

ღონისძიებაში, რომელიც გამორჩეული იყო თავისი საგანმანათლებლო შინაარსით, მონაწილეობდნენ 1-ელი-მე-6 კლასების მოსწავლეები. 

ღონისძიება უმაღლეს დონეზე, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და დირექტორის  - შახალ ისმაილოვის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა. 

​ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი გვანცა ბარდაველიძე, ფილოლოგების - ნატალია მუხათგვერდელის, თამარ ალიევისა და ნელი ხაბანაშვილის გვერდში დგომითა და ჩართულობით. 

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობაში ჩართეს, ბავშვებს ესაუბრნენ ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ დამწერლობაზე. მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და თემატური პლაკატები დაამზადეს.

14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა დაიწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება