სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“- გომაროს საჯარო სკოლაში, დედაენის დღესთან დაკავშირებით, პოეზიის საღამო გაიმართა 
15-04-2026
-
+


14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული საზეიმო ატმოსფერო სუფევდა.

პედაგოგ ნინო ძირკვაძის ინიციატივითა და ძალისხმევით, სკოლაში მოეწყო პოეზიის საღამო, რომელიც დღესასწაულად იქცა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მომავალ თაობაში დედაენისადმი მოკრძალებული და მზრუნველი დამოკიდებულების გაღვივებას, რასაც ორგანიზატორმა და მოსწავლეებმა წარმატებით მიაღწიეს.

საღამოს პროგრამა დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა: მოსწავლეებმა მაღალი მხატვრული ოსტატობითა და დიდი ემოციით წარმოადგინეს ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუშები.

სკოლის ბიბლიოთეკაში გაჟღერებულმა თითოეულმა სტრიქონმა კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას ქართული სიტყვის სიღრმე, მელოდიურობა და ისტორიული მნიშვნელობა.

პოეტურ განწყობას განსაკუთრებული შარმი და ჰარმონია შემატა მუსიკალურმა ნომერმა. მუსიკისა და პოეზიის სინთეზმა სულიერი სიმშვიდე და ამაღლებული განწყობა შესძინა, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

პედაგოგ ნინო ძირკვაძის პროფესიონალიზმმა და საქმისადმი ერთგულებამ საშუალება მისცა მოსწავლეებს, არა მხოლოდ გამოევლინათ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი, არამედ ღრმად ჩასწვდომოდნენ 14 აპრილის არსსა და მნიშვნელობას.

გომაროს საჯარო სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორს ამ ინიციატივისთვის და თითოეულ მოსწავლეს ქართული კულტურისა და ენის ასეთი ღირსეული პატივისცემისთვის.

„ეს დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს სკოლაში იზრდება თაობა, რომლისთვისაც მშობლიური ენა უმთავრესი საუნჯე და საამაყო მემკვიდრეობაა. „ენა, მამული, სარწმუნოება" - ეს ის სამი წმინდა საუნჯეა, რომელსაც ჩვენი სკოლა და პედაგოგები მომავალ თაობას დიდი სიყვარულით გადასცემენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება