| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. იმართება როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
ახლახან, სკოლაში გაიმართა შაშის შიდასასკოლო ტურნირი. თამაშში ჩართულნი იყვნენ ორლოვკის სკოლის მოსწავლეებიც.
მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ შეჯიბრში. თითოეულმა მონაწილემ გამოავლინა ლოგიკური აზროვნება, სისწრაფე და სტრატეგიული უნარები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ტურნირი წარიმართა მეგობრულ და სამართლიან გარემოში, თუმცა კონკურენცია საკმაოდ დაძაბული იყო. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც სიგელები გადაეცათ.
სკოლაში მადლობას უხდიან კონკურსის კომისიას და სპორტის მასწავლებელს ღონისძიების ორგანიზებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა