| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლაში გაიმართა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ნათია მარსაგიშვილმა მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღის შესახებ.
მოსწავლეები სიტყვით გამოვიდნენ, გაიხსენეს 9 აპრილის ტრაგედია- 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ეკა ჩაბაიძემ, მან ისაუბრა იმ ტრაგედიის შესახებ, რომელსაც 1989 წლის 9 აპრილი ჰქვია და მოსწავლეებს სთხოვა, რომ სისხლით დაცულ ჩვენს სამშობლოს გაუფრთხილდნენ, მათი მოვალეობაა ახსოვდეს ჩვენი ისტორია, ჩვენი წარსული და რომ მათ საქართველოს მომავალი ჰქვია. მათაც უნდა შეძლონ საქართველოს ისტორიაში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა