| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
2 აპრილს სკოლაში საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
III კლასის მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ეს გამორჩეული დღე.
მათ წაიკითხეს საყვარელი ნაწარმოებიდან ნაწყვეტები, ნანა მასწავლებელთან ერთად, ისაუბრეს გმირებზე, დააახასიათეს ისინი, თითოეულს შეურჩიეს სათანადო ეპითეტი, უპასუხეს ღია და დახურულ კითხვებს, შეავსეს კროსვორდი.
პატარებმა დაამტკიცეს, რომ წიგნი საუკეთესო მეგობარია - ის გვასწავლის, გვახალისებს და გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს ოცნებისთვის.
„გვიყვარს კითხვა, რადგან კითხვა გვზრდის!“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და თანატოლებსაც წიგნთან მეგობრობისკენ მოუწოდეს.
„მადლობა ჩვენს პატარა მკითხველებს აქტიურობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი და აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა