სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 სკოლაში პატრიარქის ხსოვნას საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა 
31-03-2026
-
+


27 მარტს, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა ღონისძიება, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. 

პროექტის ორგანიზატორები იყვნენ სკოლის ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ნანა ირემაშვილი, ნინო ნასყიდაშვილი, ირინა კირვალიძე, ნინო ნანობაშვილი.

პროექტში მონაწილეობდა სკოლის VIII-XI კლასების 41 მოსწავლე.

პროექტს შემეცნებითი ხასიათი ჰქონდა.

„ვინაიდან პროექტი ეძღვნებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას, ახალგაზრდა თაობა გაეცნო ღვაწლმოსილი მღვდელმთავრის დამსახურებას ერისა და ეკლესიის წინაშე“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტმა, დამსწრე საზოგადოების წინაშე, გააცოცხლა ის გზა, რომელიც განვლო საქართველოში ქრისტიანულმა ეკლესიამ, პირველი საუკუნიდან 21-ე საუკუნემდე. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ეკლესიის როლი და მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში, გაიხსენეს ის ღვაწლი, რომელიც გაწიეს ეროვნული იდენტობის დაცვისათვის ბრძოლაში, სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის შეწირულმა წმინდანებმა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც ეძღვნებოდა სამშობლოსა და ქრისტიანობისათვის თავდადებულ გმირებს, წარმოადგინეს პრეზენტაციები სლაიდშოუების სახით. ღონისძიებას ფონად გასდევდა ქართული საეკლესიო საგალობლები.

„პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ეროვნულ-ქრისტიანული მსოფლმხედველობის გაღვივებას და ტრადიციული ღირებულებებით მათი აღზრდის საქმეს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება