| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N143 საჯარო სკოლა პედაგოგ ჰამლეტ მამიკონიანს გლოვობს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ კოლეგის გარდაცვალების გამო და აღნიშნავენ, რომ მათ დაკარგეს არაჩვეულებრივ კოლეგა, საოცრად დადებითი, სიკეთით აღსავსე პიროვნება, რომელიც დიდი სიყვარულით ემსახურებოდა საკუთარ პროფესიას.
„თბილისის N143 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაიღუპა ჩვენი სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგი, ჰამლეტ მამიკონიანი. თანავუგრძნობთ ოჯახს და ვწუხვართ, რომ კიდევ ერთმა ღირსეულმა პედაგოგმა გვატკინა გული.
ბატონი ჰამლეტი გახლდათ მოსწავლეების საყვარელი პედაგოგი, მან თავი დაგვამახსოვრა როგორც საოცრად პოზიტიურმა, თავის პროფესიაზე შეყვარებულმა ადამიანმა, სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე პიროვნებამ.
მან არაერთი სპორტული ღონისძიება ჩაატარა სკოლასა და სკოლის გარეთ. იგი გახლდათ არაჩვეულებრივი კოლეგა, მეუღლე და მამა.
ნათელში იყოს მისი სული!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პედაგოგის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ, სკოლასა და ოჯახს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა