სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, პროექტის - „არჩევნები და დემოკრატიული პროცესები“ - ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა 
19-03-2026
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში პროექტის - „არჩევნები და დემოკრატიული პროცესები“ ფარგლებში გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და დემოკრატიული პროცესების უკეთ გააზრებას ისახავდა მიზნად. 

შეხვედრა 6 მარტს, ეკოკლუბ „ახალი სხივის“ (ლიდერი მასწავლებელი - ელისო მაწკეპლაძე) ინიციატივით დაიგეგმა.

შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული სტუმარი, ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე – გიორგი ხერხაძე, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა არჩევნების მნიშვნელობასა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო:

არჩევნების სისტემა და სტრუქტურა;

საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და სანდოობა;

მოქალაქის პასუხისმგებლობა და ჩართულობა არჩევნებში;

დემოკრატიული ინსტიტუტების როლი ქვეყნის განვითარებაში.

შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ ფორმატში - მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები, გამოეთქვათ საკუთარი აზრი და მიეღოთ საინტერესო და ამომწურავი პასუხები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებაში.

სკოლაში მადლობას უხდიან ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს სტუმრობისთვის. 

„მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი ხერხაძეს საინტერესო შეხვედრისა და მოსწავლეებისათვის გაზიარებული მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის“,- აღნიშნევან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება