სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქალი, სამყაროს ყველაზე ლამაზი ძალა!“- ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება ფოთის N1 საჯარო სკოლაში
07-03-2026
-
+


8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა, დღესასწაული - რომელსაც საქართველოს სკოლებში მრავალფეროვანი ღონისძიებებით ეგებებიან. მათ შორის უდავოდ გამორჩეული გახლდათ ფოთის N1 საჯარო სკოლის შემოქმედებითი საღამო, საოცრად ემოციური სახელწოდებით - „ქალი, სამყაროს ყველაზე ლამაზი ძალა!“

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ქალაქ ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა ქალის მნიშვნელობის წარმოჩენას საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად, ესწრებოდნენ საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საკრებულოსა და კულტურის სახლის წარმომადგენლები.

საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები: თამარ გურგენაძე, საბა ჯავახია და ნუცა ლეფსაია. აღსანიშნავია ისიც, რომ №1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი აკადემიური შედეგებითა და საგრანტო დაფინანსებით ირიცხებიან ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში.

ამ შთამბეჭდავ საღამოს ორგანიზება გაუწიეს სკოლის ესთეტიკის კათედრის წარმომადგენლებმა - დარეჯან ჩოჩიამ, ხათუნა დარჩიამ და ხათუნა შამათავამ, სცენარის შესავალი ტექსტის ავტორია მაია პავლოვა, ხოლო სცენარის ძირითად ტექსტსა და თემატური ლექსების დამუშავების საკითხზე იზრუნა ხათუნა შამათავამ.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, ღონისძიების კონცეფცია ეფუძნებოდა გაზაფხულის, როგორც ბუნების განახლებისა და სიცოცხლის სიმბოლოს, და ქალის, როგორც სიცოცხლის გაგრძელებისა და სულიერი სიმტკიცის მატარებლის, იდეის მხატვრულ გააზრებას.

„პროგრამა მრავალფეროვანი და შინაარსობრივად დატვირთული გახლდათ, მას განსაკუთრებულად გამოარჩევდა ცოცხალი მუსიკალური შესრულება (მიკროფონების გარეშე) ფორტეპიანოს აკომპანიმენტით, რაც საღამოს კიდევ უფრო შინაარსიანსა და ესთეტიკურად გამართულს ხდიდა. ასევე, მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს ფანდურის, ბას ფანდურის, ვიოლინოსა და სალამურის თანხლებით. შემოთავაზებული იყო ქორეოგრაფიული კომპოზიციები და თემატური ლექსები.

საგაზაფხულო საღამო დასრულდა ქალბატონებისადმი გულწრფელი მილოცვით. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო გარემოს მნიშვნელობა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში ეროვნული ღირებულებებისა და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება