სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია დედაქალაქში
05-03-2026
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის დედაქალაქს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეები თბილისში არსებულ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ, შემდეგ ეროვნულ მუზეუმში გადაინაცვლეს, ბოლოს კი რუსთაველის თეატრში „დარისპანის გასაჭირი“ ნახეს. 

„და აი ეს დღეც დადგა მოხისის საჯარო  სკოლის მოსწავლეები თბილისში გაემგზავრნენ ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელთა მიერ დაგეგმილ სასწავლო შემეცნებით ექსკურსიაზე პირველად მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმს ვესტუმრეთ კაცი-ლეგენდა გაუტეხელი ქართველი მამულის ბედზე მემარტვილე „მისი სიცოცხლე ლამაზი იყო წმიდა ქართული ანბანივით“.

შემდეგ ეროვნულ მუზეუმს ვეწვიეთ, საგანძურთა საცავს. მისი დათვალიერება ოკუპაციის მუზეუმით დავიწყეთ და გადავინაცვლეთ სხვა დარბაზებში. მრავალი საინტერესო ინფორმაცია მიეწოდათ ჩვენს მოსწავლეებს. 
დღის ბოლოს კი თეატრს მივაშურეთ. მარიამ ელიაშვილის „დამსახურებით“ რუსთავის თეატრის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ ვნახეთ. 

წინა ეპოქის სევდიანი ამბები ეხლაც აქტუალურია. ეს განსაკუთრებით სოფლად იგრძნობა, უამრავი ვაჟი „ვერ ბედავს“ დაქორწინებას აქედან გამომდინარე გოგონებიც ბევრია დასაოჯახებელი.

იმედია მუზეუმებში ვიზიტები ეხმარება  მოზარდებს გაუღრმავდეთ ეროვნული ფასეულობების სიყვარული, შეძლონ მათი მოვლა და გაფრთხილება. მადლობა ახალგაზრდა და საყვარელ გიდებს ორივე მუზეუმიდან.
ეს იყო დღე ღირსეულ წინაპართა გახსენებისა თებერვლის ბოლოს.
...ეროვნული ღირსება შეიძლება და უნდა აღიზარდოს კიდევაც ყრმობითგანვე...“- აღნიშნავენ სკოლაში და შთამბეჭდავი ტურის შესახებ დეტალურად გვიყვებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება