| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - პედაგოგები, საგნობრივი ცოდნის გადაცემის პარალელურად, ახალგაზრდებს უვითარებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც საბოლოოდ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების ერთ-ერთი თვალსაჩინოება გახლავთ ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასში ჩატარებული ღია გაკვეთილი მეგობრობის თემაზე.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში მეგობრობის მნიშვნელობის გააზრება, მისი სხვადასხვა ასპექტის განხილვა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
მოსწავლეებმა, პედაგოგის ჩართულობით, გამოიყენეს ინტერაქციული მეთოდები: ჯგუფური მუშაობა, დისკუსია და მცირე პრეზენტაციები.
ასევე იმსჯელეს მეგობრობის მნიშვნელობაზე თანამედროვე საზოგადოებაში, განიხილეს ერთგულების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის როლი, ისაუბრეს, რა საფრთხეები შეიძლება ემუქრებოდეს მეგობრულ ურთიერთობებს ციფრულ ეპოქაში.
აღსანიშნავია, რომ ღია გაკვეთილი უდავოდ გამოირჩეოდა მოსწავლეთა განსაკუთრებული აქტიურობით - მათ წარმოაჩინეს, რომ მეგობრობა მოზარდთა ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა