| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

3 მარტს საქართველოს სკოლებში დედის დღე განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი აღინიშნება. ეს დღე მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ღონისძიებაა, რადგან ისინი სწორედ ამ დროს გამოხატავენ მადლიერებას, პატივისცემასა და სიყვარულს დედების მიმართ. სკოლებში იმართება საზეიმო ღონისძიებები, წარმოდგენები და სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა, რომლებიც ამ დღეს კიდევ უფრო განსაკუთრებულსა და დასამახსოვრებელს ხდის. რა გეგმები აქვთ და როგორ აღინიშნება საქართველოს საჯარო სკოლებში 3 მარტი - ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორები გვიზიარებენ:
გენადი ჩოვუშიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
დედის დღეს ჩვენი მოსწავლეები აქტიურად აღნიშნავენ სხვადსხვა აქტივობით. პედაგოგთა ინიციატივით მზადდება ხელნაკეთი ბარათები და მცირე საჩუქრები, რომლებიც მოსწავლეების მიერ სიყვარულით არის შექმნილი. კლასებში იმართება შემოქმედებითი კონკურსები, გამოფენები და წარმოდგენები, რაც ამ დღეს კიდევ უფრო ლამაზსა და ემოციურს ხდის.
ზურაბი მეზვრიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლის დირექტორი:
დედის დღის აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა, ოჯახის მნიშვნელობის დაფასება და სითბოს გაზიარება. სხვადსხვა კლასებში აქტიურად აღინიშნება ეს დღესასწაული და მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ის აქტივობები, რომელიც მასწავლებელთა ორგანიზებით ტარდება.
ნინო ბობღიაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის დირექტორი:
რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ საგაზაფხულო დღესასწაულებს, ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი. დედის დღეს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღვნიშნავთ. მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, რათა საკუთარი მადლიერება და პატივისცემა გამოხატონ დედების მიმართ. ტარდება თემატური ღონისძიებები, სადაც ბავშვები კითხულობენ ლექსებს, მღერიან სიმღერებს და ასრულებენ მუსიკალურ ნომრებს.
გოჩა ჩადუნელი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლის დირექტორი:
წელს საგაზაფხულო აქტივობებს 5 მარტს ჩავატარებთ ვაშლევის გარემონტებულ საჯარო სკოლაში. ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა სკოლამ დაგვპატიჟა და ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. დაპატიჟებული ვართ მთელი სასკოლო საზოგადოება – მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები. სწორედ ამ დღეს გაიმართება სხვადასხვა შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობა, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან. ისინი წარადგენენ მუსიკალურ ნომრებს, წაიკითხავენ ლექსებს, დადგამენ მცირე თეატრალურ წარმოდგენას და საგაზაფხულო თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს გამოფენენ. დარწმუნებული ვართ, ეს დღე სითბოთი, პოზიტიური ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით იქნება სავსე მთელი ჩვენი სასკოლო ოჯახისთვის.
ზურაბ ნეფარიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მასშტაბური ღონისძიებების გამართვა ცოტა გვიჭირს, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთოთ. ახლაც 3 და 8 მარტს ერთად აღვნიშნავთ. პედაგოგთა ინიციატივით არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება, რაშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით და სიხარულით ერთვებიან.
ხატია თევზაძე, სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი:
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა რეაბილიტირდება და სხვა სკოლაში ვართ, პედაგოგები შიდა საკლასო აქტივობებს ყოველთვის გეგმავენ და მოსწავლეები შეიძლება მასშტაბურად და ერთობლივად ვერ, მაგრამ მაინც აღნიშნავენ დღესასწაულებს და მნიშვნელოვან თარიღებს. ახლაც, აუცილებლად გვექნება გამორჩეული საკლასო აქტივობები.
ტრისტან გუგავა, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი:
მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზება გვიჭირს, თუმცა ჩვენი პედაგოგები ყოველთვის აორგანიზებენ მოსწავლეებისთის შიდა საკლასო აქტივობებს, რაც ასევე ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს. წელსაც, რა თქმა უნდა, აღვნიშნვათ სამ მარტს, დამეთანხმებით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და სასიამოვნო დღესასწაულია დედის დღე.
დავით ყიფშიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის დირექტორი:
საგაზაფხულო დღესასწაულებს ყოველთვის აღვნიშნავთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებითა და ღონისძიებებით. წელს გავაერთიანეთ 3 და 8 მარტი და ერთობლივი ღონისძიება გვექნება, რომელში მონაწილეობასაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მიიღებენ. ბავშებს ძალიან მოსწონთ მსგავსი ტიპის აქტივობები, ამიტომაც ვცდილობთ როგორც შეგვიძლია ისე გავანებივროთ ჩვენი მოსწავლეები.
ალექსანდრე კვესელავა მარტვილის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ სამ მარტს. გაზაფხულის ეს მშვენირი დღესასწაული ყოველთვის დიდი სიყვარულით აღინიშნება ჩვენს სკოლაში და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი აქტივობებში, რომლებსაც პედაგოგები აორგანიზებენ.
გერონტი გოგოხია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენს პედაგოგებს არაერთი იდეა აქვთ და მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები აქვთ დაგეგმილი, რომელიც სწორედ სამ მარტის აღსანიშნავად ჩატარდება. ზოგადად ყოველ წელს აღვნიშნავთ გაზაფხულის ამ შესანიშნავ დღესასწაულებს. წელს შიდა საკლასო აქტივობები ჩატარდება, რომელიც დარწმუნებული ვარ სახალისოთან ერთად შთამაგონებელიც იქნება ჩვენი მოსწავლეებისთვის.
კონსტანტინე ცხოვრებაძე, ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი:
დედის დღესთან დაკავშირებით პედაგოგებს დაგეგმილი აქვთ საკლასო აქტივობები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ექნება როგორც შემოქმედებითი, ისე საგანმანათლებლო დატვირთვა. ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება ჩვენს სკოლაში გაზაფხულის ეს მშვენიერი დღესასწაული და გამონაკლისი არც ეს წელი იქნება. მართალია მასშტაბური ღონისძიება არ გვექნება, მაგრამ მოსწავლეებისთვის მაინც საინტერესო სახალისო და შთამაგონებელი იქნება ეს დღე.
ლია ჩანდიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლის პედაგოგები ყოველთვის ცდილობენ ყველა მნიშნელოვანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დღე აღნიშნონ სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით. ტგამონაკლისი არც დედის დღეა. 3 მარტის აღსანიშნავად დაწყებითი კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდება ღონისძიება. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის ეს დღე ძალიან სასიამოვნო და განსხვავებული იქნება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, თოვა... - ამინდი უარესდება
etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგი ელენე გაბეშია პასუხობს