სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლაში, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა 
23-02-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი - როგორც საგანმანათლებლო, ისე საზეიმო ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები. 

მათ შორის, მშობლიური ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა. 

მსოფლიო დღეს ხორენიის საჯარო სკოლაც შეუერთდა და მოეწყო მრავალფეროვანი ღონისძიება.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ხორენიის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუზანნა მელდონიანი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები. 

ღონისძიება გაიხსნა ქართულ- სომხური ჰიმნით. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით წარდგნენ, მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს მუსიკალური ნომრები. 

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელობა. 

ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონ რუბენ ვარდანიანმა ღონისძიებაზე დამსწრეებს მიულოცა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, როგორც სომხური და ქართული ენის დღესასწაულები.

2000 წლის თებერვლიდან მშობლიურ ენის დღე მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება